იენს სტოლტენბერგი: ჩვენ ახლა ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ

გასულ წელს ნატომ და საქართველომ პარტნიორობის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწიეს,-ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრამდე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოსა და საქართველოს შორის მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე იფიქრებს.
“გასულ წელს ნატომ და საქართველომ პარტნიორობის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ჩვენ ახლა მომავალ წელზე და ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს გუშინ, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები