გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ელისო ბოლქვაძეს წარმატება პირადად მიულოცეს

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალინსმა ცნობილ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთერთგაცვლების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ელისო ბოლქვაძეს წარმატება პირადად მიულოცეს.
ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები