იარაღის ექსპორტით რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა

 2009 – 2013 წლებში იარაღის მსხვილ ექსპორტიორებს შორის რუსეთი ამერიკას იარაღის ექსპორტით ოდნავ ჩამორჩება, – აღნიშნულია სტოკჰოლმის ინსტიტუტის მოხსენებაში. ინსტიტუტი მსოფლიო პრობლემებს იკვლევს. მოხსენების ავტორთა მონაცემებით, რუსეთი იარაღის მსოფლიო ბაზარზე 27%-ს წარმოადგენს, მაშინ, როცა ამერიკისთვის ბაზარი 29%-ია. ამასთან, რუსეთის შეიარაღების ექსპორტში მატება არის დაფიქსირებული.
,,რუსეთი ინარჩუნებს იარაღის ექსპორტის მაღალ დონეს, მიუხედავად წარმოებაში არსებული კრიზისისა, რომელიც ,,ცივი ომის’’ შემდეგ ასეთი ნათელია“,- აცხადებს SIPRI-პროგრამის წამყვანი მკვლევარი სიმონ ვეზერმანი. იგი იარაღით ვაჭრობას მისი ლიცენზირების კუთხით შეისწავლის.
შეისწავლის. 2009- 2013 წლებში რუსეთმა შეიარაღების ძირითადი სახეობები 52 ქვეყანაში წარმოადგინა. ვეზერმანის თქმით, 2013 წელს ექსპორტის მთავარი პუნქტი ინდოეთი იყო, სადაც ავიამზიდების ,,ბიკრამადიტიას“ ექსპორტი განხორციელდა. SIPRI-ს მონაცემებით, 2009- 2013 წლებში წამყვანი იარაღის ექსპორტიორების ხუთეულში მოხვდნენ: გერმანია (7% მსოფლიო ბაზარზე), ჩინეთი (7%) და საფრანგეთი(5%).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები