თეა წულუკიანი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება.
“ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას, რომ ჩვენ – ყველა უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე”, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები