ჯაბა სამუშია საზოგადოებას მიმართავს – ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეუბნებათ, არის ტყუილი
საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას დედაქალაქის მერის გადადგომასთან დაკავშირებთ, გამოეხმაურნენ მმართველი გუნდიდან.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნას, გადადგეს დავით ნარმანია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, საფუძველი არ გააჩნია.
მათი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეული თემებით სპეკულირებას ცდილობს, მათ შორის კი კომუნალური ვაუჩერებია.
„ნაციონალური მოძრაობა” დღეს გვესაუბრება საკადრო ცვლილებებზე – მსგავსი საკადრო ცვლილებები ყოველთვიურად მიდიოდა წინა მთავრობის პერიოდში. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ თავისი ბინძური მეთოდებით საზოგადოებას ახალი პრობლემა მოახვიონ თავზე, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეუბნებოდათ, არის ტყუილი, თბილისელები მიიღებენ ვაუჩერს,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.
ოპოზიციას უპასუხა ასევე, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ამოძრავებს ვიწრო პარტიული ინტერესები.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ამოძრავებს ვიწრო პარტიული ინტერსები. ვერ მოინელეს დამარცხება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიუსაჯა მათ 2012 წელს და დედაქალაქში 2014 წელს, გამუდმებით მუსირებენ ამ თემით, რომ ისინი არიან მხოლოდ ერთადერთი გადამრჩენლები ამ ქვეყნისა,“ – განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ.