თამარ სანიკიძე არეშიძის დიპლომის საკითხს გამოეხმაურა

განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი არეშიძის დიპლომის საკითხს კიდევ ერთხელ განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გამოეხმაურა.
მინისტრის განმარტებით, არსებობს დიპლომის ნამდვილობის დადგენის პროცედურები, რომლის თანახმადაც მფლობელმა დიპლომის ნამდვილობის დასადგენად ხარისხის განვითარების ცენტრს უნდა მიმართოს.
„დიპლომი რამდენად ნამდვილია, ამაზე განაცხადი უნდა გააკეთოს თვითონ დიპლომის მფლობელმა. არის შესაბამისი დაწესებულება – ხარისხის ეროვნული ცენტრი, უნდა გაკეთდეს განაცხადი. ხარისხის ცენტრი შეამოწმებს დიპლომს და შემდეგ უკვე დასკვნას, ასე ვთქვათ, დადებს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები