დავით ნარმანია მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს

თბილისის მერი, დავით ნარმანია მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში კვალიფიციური კადრებით შეივსება.
“მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი ეს არის სრულიად უსაფუძვლო.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ისინი უახლოეს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამ ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ და ეფექტურად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები