ე.წ. მოდულის შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა

ე.წ. მოდულის შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა. ორმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანება მიიღო, მათ სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა იჯდა, “მოდულის” შენობასთან გაჩერებულ ავტომანქანებს შეეჯახა. დამტვრეულია 5 ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები