თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 87 პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 87 პროცენტით გაიზარდა.
უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავია კომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 211,072 მგზავრი, რაც 87 პროცენტით (97,902 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (113,170 მგზავრი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები