გიორგი კვირიკაშვილი: ბოდიშს ვუხდი “ქართული ფილმის” აქციონერებს იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კომუნისტების გადმონაშთია, როდესაც მთავრობა აძლევს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მანდატს.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს, აქციონერებისთვის ჩამორთმეული ქონება ყოფილ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეთ და აუცილებლად უნდა ჩატარდეს ღია კონკურსი, სადაც მანდატს იმ ჯგუფს მისცემენ, რომლის კონცეფციაც გაიმარჯვებს.
“კინოსტუდია “ქართულ ფილმთან” დაკავშირებით მქონდა პოზიცია და ისევ იმ პოზიციაზე ვარ. ორი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით. წინა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა გზით, თუმცა, შეიძლება კანონდარღვევა არ მომხდარა, აქციონერებმა აქციები დაკარგეს და მგონია, რომ იქნებოდა მორალური გადაწყვეტილება, ეს აქციები ყოფილ მფლობელებს დაბრუნებოდათ. მეორე ის, რომ ეს არის კომუნისტების გადმონაშთი, როდესაც მთავრობა აძლევს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მანდატს იმისთვის, რომ მათ მართონ კინოსტუდია “ქართული ფილმი” და ეს გადმონაშთი აუცილებლად შესაცვლელია, იმ კუთხით, რომ თვითონ ღია კონკურსის საფუძველზე მისცენ მანდატი იმ ჯგუფს, რომლის კონცეფციაც გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, ჩემი მინისტრობის პერიოდში ვერ მოვახერხე ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსის მიღწევა. ერთადერთი, დღეს მაქვს იმის საშუალება, ბოდიში მოვუხადო აქციონერებს იმის გამო, რომ ის გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და იმ პოსტზე, რაზეც დღეს ვარ, შევეცდები ამ გადაწყვეტილებას ხელი შევუწყო”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები