ტარიელ ხეჩიკაშვილი: ხელისუფლება არჩევნებში არ ჩარეულა

UEFA-მ თავად განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხარვეზები, რომელიც ფედერაციის მუშაობაში იყო აღმოჩენილი, უახლოეს პერიოდში გაცხადდება. როგორც ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ჩარევა არ მომხდარა.
„არანაირი ჩარევა არ ყოფილა. რაც უნდა იყოს, UEFA-მ თავად განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები. ის ხარვეზები, რაც ფედერაციის მუშაობაში იყო აღმოჩენილი, უახლოეს პერიოდში გაცხადდება. მენეჯმენტის კუთხით პრობლემები იყო და ამის გამოსწორებას შეეცდება ახალი მენჯმენტი“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნული თანამდებობა ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები