„პოზიცია“ ბერლინში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მოდელირების 10 წლის საიუბილეო კონფერენციაზე მიიწვიეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიცია“ 8-იდან 12 ოქტომბრამდე გერმანიის დედაქალ ბერლინში საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მოდელირების (MICC-ის) 10 წლის საიუბილეო კონფერენციაზე მიიწვიეს. “პოზიციის“ წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ კონფერენციაში, რომლის სახელწოდებაა -,,სამართლიანობა დღეს, ხვალინდელი მშვიდობისთვის.“
კონფერენცია თავს მოუყრის MICC-ის კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სისხლის სამართლის, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის საკითხებზე.
კონფერენციაზე საერთაშორისო ექსპერტები სამართლის სფეროში ერთმანეთს გააცნობენ საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ცოდნას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება კვლევითი პროექტები, სადოქტორო და სამაგისტრო დისერტაციები და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოყენებული მიდგომები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ,,პოზიციის“ წარმომადგენელი კონფერენციის მსვლელობისას შეხვდება ნობელის პრემიის ნომინანტს მშვიდობის დარგში, ვიქტორ ოჩენს და ესტუმრება ბერლინში იუსტიციის სამინისტროს.
კონფერენციის ორგანიზატორი გახლავთ კრეისაუ-ინიციატივა (Kreisau-Initiative), პარტნიორ ორგანიზაციებს კი წარმოადგენენ ფონდი: ,,ხსოვნა, პასუხისმგებლობა და მომავალი“ (“Remembrance, Responsibility and Future”), ტერორის ტოპოგრაფიის ფონდი (Topography of Terror Foundation), ნურემბერგის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (The Nuremberg Human rights Center).