„პროფესიული განათლების ფესტივალს” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო

„ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სახელწოდებით: „პროფესიული განათლების ფესტივალი” კონფერენციას დაესწრო.
ღონისძიება 6 და 7 ოქტომბერს ესტონეთის ფონდ INNOVE-ს ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მასში ესტონეთის 30- კაციანი დელეგაცია, საქართველოსა და ესტონეთის 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ.
კონფერენციაზე მხარეებმა პროფესიული განათლების კუთხით, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„პროფესიული განათლების ფესტივალზე“ მოეწყო ქართულ-ესტონური საგამოფენო სივრცე, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ასევე საქართველოსა და ესტონეთის შორის პროფესიული განათლების ათწლიანი თანამშრომლობის ამსახველი ვიდეომასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები