ქუმსიშვილი “ყაზტრანსგაზზე“: ინვესტიციის უკან გატანაზე არცერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაში საკითხი არ დასმულა

 

“ყაზტრანსგაზთან”დაკავშირებით მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.

ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ “ყაზტრანსგაზის” საკითხი მოლაპარაკებების რეჟიმში გადაწყდება. მისივე თქმით, ინვესტიციის უკან გატანაზე საკითხი არცერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაზე არ დასმულა.

“რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი დამთავრდება და გადაწყდება”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები