ოფიციალური მონაცემებით, კახეთის რეგიონში 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
6 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, რთვლის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81 მლნ ლარს მიაღწია.
ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მათივე ცნობით, 5 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს.
ამ დროისთვის გადამუშავებულია: რქაწითელი – 62,8 ათასი ტონა, საფერავი – 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი – 39,7 ათასი ტონა, თელავი – 27,8 ათასი ტონა, ყვარელი – 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა, ახმეტა – 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო – 8,4 ათასი ტონა.
რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი: www.rtveli2015.gov.ge“,-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.