გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ნიდერლანდების სამეფოს გარემოს შეფასების კომისიის (NCEA) ორგანიზებით მიმდინარე პროექტის ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA), გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (EIA) და ინსპექტირების საკითხებში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობიერების დონის ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საკითხებში.