გიორგი მარგველაშვილი: ევროსაბჭოს დოკუმენტში არა პოლიტპატიმრებზე, არამედ პროცედურული საკითხების დარღვევაზეა საუბარი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არა პოლიტპატიმრებზე, არამედ წინასწარი პატიმრობისა და სხვა პროცედურული საკითხების დარღვევაზეა საუბარი. მარგველაშვილმა გადაცემის წამყვანს მოუწოდა, რომ დოკუმენტის შინაარსს ნუ დაამძიმებს და ნუ იტყვის, რომ ის პოლიტპატიმრებზეა.
„დოკუმენტი არის ძალიან მძიმე და ნუ დავამძიმებთ კიდევ უფრო. დოკუმენტი არის ძალიან კრიტიკული, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ ეს დოკუმენტი არის პოლიტპატიმრებზე. იქ არის საუბარი, რომ არასწორად იქნა გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ვადა და დაირღვა პროცედურული საკითხები კონკრეტულად ამ პირების მიმართ. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ინგლისური. მათ, რომ ნდომოდათ დაეწერათ პოლიტიკური პატიმარი, იქ ეწერებოდა პოლიტიკური პატიმარი. აქ არ წერია პოლიტიკური პატიმარი, აღნიშნული დოკუმენტიც პოლიტიკური პატიმრების შესახებ არ არის. ბუნებრივია, ეს პროცედურული დარღვევები უნდა გამოვასწოროთ. უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ვართ მზად როგორც პენიტენციალური სისტემით, ასევე სასამართლო და პროკურატურის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მას არ სურს იყოს იმ ქვეყნის პრეზიდენტი და მოქალაქე, რომელსაც პოლიტპატიმრები ეყოლება.
“ბუნებრივია, ჩვენ ყველანი დავდექით კონსტიტუციური უფლების სადარაჯოზე. მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქე ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტპატიმრებზე არის საუბარი“, – დასძინა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი აქვე უგულავას ერთდღიანი თავისუფლების თემასაც შეეხო. “ვნახეთ, რომ მეორე დღესვე საკონსტიტუცო სასამართლომ, ისევე როგორც ეს უნდა ხდებოდეს ყველა სამართლიან სახელმწიფოში, სასამართლომ იმსჯელა კონკრეტულად უგულავას და სხვათა საქმეზე და ეს კონსტიტუციური ვერდიქტი აღდგა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები