ნუკრი ქანთარია “ნაციონალებს”: როგორც კი კანონს გადაუხვევთ, დარწმუნებულნი იყავით, ბევრი თქვენგანი მოინახულებთ ძველ მეგობრებს “მატროსოვზე”

როგორც კი კანონს გადაუხვევთ, დარწმუნებულნი იყავით, ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრე მოინახულებთ ძველ მეგობრებს “მატროსოვზე”, – აღნიშნული განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით ბიუროს სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ გააკეთა. “გაფრთხილებთ, თუ თქვენ შემდგომში გააგრძელებთ თქვენს მხარდამჭერებზე ასე საზიანოდ მოქმედებას, ეს არავითარ შემთხევევაში არ დამთვრდება არც თქვენთვის კარგად. მოგიწოდებთ, იარეთ კანონის ზღვარზე. როგორც კი გადაუხვევთ კანონს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრეები მოინახულებენ თავის ძველ მეგობრებს მატროსოვზე”, – მიმართა ქანთარიამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.
ქუთაისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ქანთარიამ პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას” დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები