ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები გაიმართა

საფრანგეთში, ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ცამეტი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად ტარდება ლევილის მერიისა და ამხანაგობა “ქართული კერას” მიერ. წელს ქართულ–ფრანგული კულტურის დღეებზე საკუთარი შემოქმედება საფრანგეთში არსებულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ლაზმა“ წარმოადგინა.
ქართულ-ფრანგული კულტურის დღეებში მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აგრეთვე, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ და ლევილის მერმა, ერიკ ბრევიმ. ღონისძიებას საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები