ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ქუჩის მცხოვრებლები გზის ჩანგრევას “ძველი თბილისის ფონდის” მიერ სახლის მშენებლობას უკავშირებენ.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი წინააღმდეგები არიან მშენებლობის გაგრძელების, ვიდრე გზა არ აღდგება და შესაბამისი სამუშაოები არ გატარდება. ბეთლემის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და “ძველი თბილისის ფონდის” წარმომადგენლებს შორის რამდენიმე წუთის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ თბილისის მერიისგან ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა გზის სამი მეტრით გადმოწევის თაობაზე.
“ძველი თბილისის ფონდის” წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები