რუსთავში ქუჩაში მწოლიარე მამაკაცს მიკროავტობუსმა გადაუარა

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 70 წლის მამაკაცს მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, გარდაცვლილი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში, მანქანების სავალ ნაწილზე იწვა, რა დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები