ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. “ნისანის” მარკის ავტომობილი ქუჩის მარცხენა მხარეს გაჩერებულ ორ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ მესამე ავტომობილს და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

12067982_10153227938459779_1403598835_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები