გორის საკრებულომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორის რაიონში სტალინის ძეგლი არ დაიდგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის საკრებულოში მსჯელობა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოზე იმაზეც იმსჯელეს, რომ შესაძლოა, შემდგომში ამ საკითხის განხილვა სხვაგვარი ფორმულირებით მოხდეს.
სხდომაზე მყოფი 14 დეპუტატიდან ძეგლის დაბრუნებას ხმა, მხოლოდ ერთმა, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა მისცა. სტალინის ძეგლის, მუზეუმის წინ დადგმის ინიციატორი ა(ა)იპ “გორელები” გახლდათ. “რესპუბლიკელების” წარმომადგენელი დეპუტატი დავით რაზმაძე სხდომას არ დასწრებია. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით წეწვაძემაც.
საკრებულოს სხდომის პარალელურად სტალინის ძეგლის დადგმის მომხრეები შენობის გარეთაც იყვნენ შეკრებილები. რამდენიმე მათგანმა რეფერენდუმის ჩატარების იდეაც გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები