გიორგი ტყემალაძე საკრებულოში თბილისის მერის დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლოსობა წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის მერის დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოსა და თბილისის მთავრობას შორის კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ არსებობს.
,,მერის საკრებულოში მოსვლას და ანგარიშის წარდგენას შესაბამისი პროცედურები აქვს. დავით ნარმანია სულ რამდენიმე თვის წინ, საკმაოდ ვრცელი ანგარიშით წარსდგა ჩვენს წინაშე. საკრებულოსა და თბილისის მთავრობას შორის კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ არსებობს და დეპუტატები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ მერიის სხვადასხვა სამსახურებთან. ძალიან მალე იგეგმება 9 თვის ანგარიშის მოსმენა და თუ ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ კითხვები, მათ კარგად იციან პროცედურები და შესაბამისად მიეცემათ საშუალება ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღონ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპონენტი კოლეგების მხრიდან მერიაში მიმიდარე საკადრო ცვლილებებზე გაკეთებულ განცახდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა საკითხის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობენ.
,,რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი და აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. რა თქმა უნდა ოპოზიციას ყველფრის უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენის სურვილი აქვს. საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს და შესაძლოა მომავალშიც განხორციელდეს, ეს ყველაფერი კი მთავრობის უფრო ეფექტიან მუშაობასა და მისი მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება“,- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები