გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს პროფესიული განვითარებისათვის „NEA სფეროს“ სთავაზობს

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს პროფესიული განვითარებისათვის „NEA სფეროს“ სთავაზობს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ.
ამასთანავე, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ. „NEA სფეროს“ პირველი სტუმრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იყვნენ.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად მინისტრისგან მიეღოთ და მის სამომავლო გეგმებს გაცნობოდნენ.
“NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ. სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ, საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.
სტუდენტებისთვის „NEA სფეროში“ განსაკუთრებული გარემო იქნება შექმნილი, სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები