“რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად აქციები გაიმართება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გენერალური დერექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად აქციების გამართვას აანონსებს.
როგორც გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, აქციები მრავალათასიანი იქნება.
“იქნება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მრავალათასიანი აქციები. ჩვენ ამ მთავრობას არ ვგავართ, როდესაც მოსამართლეებს სახლებში უვარდებიან და მათ ბავშვებს შეურაცხყოფენ. არავის მივცემთ უფლებას ეს გააკეთოს. მაგრამ, კანონით დაცული სიკეთეების რეალიზაციას ვაპირებთ ნამდვილად”, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ხვალიდან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას იწყებს.