ემზარ კვიციანი: პროკურორი გვარამია, სწორედ იმ ქართველ ხალხს აწამებდა, რომელსაც დღეს მიმართავდა

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას მწვავე კრიტიკით ეხმაურება. კვიციანი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ნიკა გვარამის მთავარი პროკურორის პოსტი ეკავა.
“პატივცემულო თანამემამულენო, რაც გავთავისუფლდი ციხიდან, სადაც რუსთავი 2-ის დიდი დამსახურებით მოვხვდი, 7 წლისა და 7 თვის პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, ისევ “რუსთავი2“-ის დიდი დამსახურებითა და ცილის წამებით. მაინც თავს ვიკავებდი და ვცდილობდი არ მელაპარაკა იმ უმსგავსობასა და სამშობლოს ღალატზე, რასაც ემსახურებოდა “რუსთავი2“ და კერძოდ მისი ხელმძღვანელობა. მე პირადად ვიყავი 2001 წელს ადამიანი, რომელმაც პირველმა მივირბინე მხარდასაჭერად “რუსთავი2“-ში, როდესაც უშიშროება შევიდა მათთან და გამოვხატე დიდი თანადგომა, რის სანაცვლოდ მე და ჩემმა ოჯახმა რაც მივიღეთ კარგად გვახსოვს. დღეს მოვისმინე პროკურორ ნიკა გვარამიას ბრიფინგზე გამოთქმული სიტყვები, პროკურორი გვარამიასი, რომელიც 9 წლის განმავლობაში სწორედ იმ ქართველ ხალხს აწამებდა და ციხეებში ალპობდა, რომელ ქართველ ხალხსაც დღეს მიმართავდა, სწორედ იმ ხალხს რომელსაც “რუსთავი2“ -დან ცილს სწამებდა და ტალახს ესროდა. რამდენ მათგანს გულიც გაუსკდა და ამ ურჩხული წარმონაქმნის ბოღმა თან გაჰყვა იმ ქვეყნად.ურცხვად ახსენებდა სიტყვის თავისუფლებას, რომელთანაც “რუსთავი2“-ს დიდი ხანია არაფერი აკავშირებს. “რუსთავი2“, როგორც ტელევიზია და სიტყვის თავისუფლების წყარო ქართველი ხალხისთვის გარდაიცვალა გიორგი სანაიასთან ერთად. დღეს გამოდიან პატრიოტი ქართველების მკვლელი, ცილისწამებით დამაინვალიდებელი ჯგუფი და კიდევ იმ ზემოთ ჩამოთვლილ დაზარალებულთა ჭირისუფლებსა და გამწარებულ ხალხს მოგვმართავენ და ჩვენი სახელით სპეკულირებენ.მიმაჩნია და ვინც მეთანხმებით, როგორც კი საქართველოს გამყიდველი ნიკა გვარამია შეეცდება ქუჩაში გამოსვლას და აქციის მოწყობას, ვასწავლოთ ჭკუა, რადგან სამართლიანობის აღდგენა არ ეჩქარება ხელისუფლებას და ვიღაც x-ი არ აძლევს უფლებას. ბოლოს და ბოლოს ჩვენ თვითონ მიუჩინოთ თავისი ადგილი“, – წერს ემზარ კვიციანი. “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2″ დახურა.
აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, ხელისუფლებამ “რუსთავი 2″-ის დახურვით დაიწყო.
არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან”, – განაცხადა გვარამიამ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ. ამასთან ტელეკომპანიის დირექტორმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები