“ევროსაბჭოს ასამბლეაზე ახალაიას, მერაბიშვილის და უგულავას წინასწარი პატიმრობების შესახებ შეკითხვები დასრულდა„
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასრულდა შეკითხვები კონკრეტულად ახალაიას, მერაბიშვილის და უგულავას წინასწარი პატიმრობების შესახებ – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც კვაჭანტირაძე განმარტავს, მათგან არცერთი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და მათ მიმართ გამოტანილია სასამართლო განაჩენები, რომელთა საწინააღგმდეგოდ არავის არ გამოუთქვამს პროტესტი. “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასრულდა შეკითხვები კონკრეტულად ახალაიას, მერაბიშვილის და უგულავას წინასწარი პატიმრობების შესახებ. მათგან არცერთი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და მათ მიმართ გამოტანილია სასამართლო განაჩენები, რომელთა საწინააღგმდეგოდ არავის არ გამოუთქვამს პროტესტი. ეს თემა დახურულია“,-წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.