ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტორთა ტრენინგი დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ტრენინგი სახელმწიფო სექტორში (ფინანსთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები) შიდა აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. როგორც ფინანსთა სამინისტროდან „კვირას“ აცნობეს, ტრენინგი მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ რეფორმას შეესაბამება. საჯარო სექტორში ძლიერი შიდა აუდიტის ინსტრუმენტი რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მათი პროდუქტიულობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგების ფარგლებში განიხილეს ისეთ მნიშვნელოვან თემები, როგორებიცაა შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვის, თაღლითობის და ინფორმაციული მენეჯმენტის აუდიტი.
სწავლება ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები იყვნენ ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP).