5 000 ლარიანი ანაზღაურების მქონე თამაზ ტყემალაძემ “მოამბეს” ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ არ იცის

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ თამაზ ტყემალაძემ, რომლის ბოლო ერთი წლის მანძილზე დაგროვებული ხელფასის ოდენობა 58106.36 ლარს შეადგენს, მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის არც ძველი და არც ახალი ხელმძღვანელის ვინაობა არ იცის.
ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „კვირა“ ტყემალაძეს, როგორც გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, არხის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის გიორგი გვიმრაძის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციის დასადასტურებლად დაუკავშირდა.
გვიმრაძემ აღნიშნულ პოსტზე ლაშა მიქაძე შეცვალა. თავად გვიმრაძე კი ტელეკომპანიაში ერთი წელია მუშაობს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული დოკუმენტის თანაავტორია.
„ვინ არის გიორგი გვიმრაძე მე არ ვიცნობ, არც დამინახავს თვალით, გეფიცები. არ ვიცი ვინ არის ეს კაცი. რას აკეთებდა? არ ვიცი, ახალი ბორდი რომ მოვიდა, მაგათ მოიყვანეს რამდენიმე ახალი ადამიანი, ალბათ ეგ ბატონიც მაშინდელი მოყვანილია“, – განაცხადა თამაზ ტყემალაძემ და დასძინა, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მასთან ურთიერთობა საერთოდ არ სურთ.12071798_964197323624147_1051361892_n
ტყემალაძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მილიტარიზმში ადანაშაულებს, რადგან ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის არჩევისა და დანიშვნის პროცედურები მასაც უნდა ეხებოდეს.
„რადგან ბორდს არ აინტერესებს საერთოდ ჩემთან ურთიერთობა, მე არასდროს არ მქონია მათთან ურთიეთობა. მოადგილე ვარ, მაგრამ ჩემით ბორდი არ დაინტერესდა. ბორდი მაღალი იდეებით არის მოსული. პრინციპში, მეც უნდა მეხებოდეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის დანიშვნის საკითხები, მაგრამ მილიტარიზმი არის აქ. მე არ ვიცი რა ხდება, როგორ ხდება აქ. ბორდზე დაკავშირებით რა ხდება არ ვიცი, მაგრამ მენეჯმენტთან მაქვს ურთიერთობა. ვხედავ, ახალგზარდა ხალხი მოვიდა და ცდილობს კარგი საქმე გააკეთოს.
ვერ გეტყვით ვინ არის საინფორმაციოს უფროსი და ვინ იყო მის ადგილას, დღეს ლექციების დღე მქონდა და არაფერი არ ვიცი“, – განაცხადა თამაზ ტყემალაძემ, რომლის ყოველთვიური შემოსავალი აღნიშნული თანამდებობიდან დაახლოებით 5 ათასი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები