საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა თბილისში, გლდანის მე-6 მ/რ-ში და მოსკოვის გამზირზე მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლებზე გამაგრება-გაძლიერების მე-2 ეტაპის და გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩასატარებელ სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
კომისიების წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების, ქონების მართვის სააგეტოსა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.