კახეთის რეგიონში 98 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

კახეთის რეგიონში, 12:00 საათის მონაცემებით, 98 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67მლნ ლარს მიაღწია. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 48,2 ათას ტონამდე, საფერავი – 37 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე და 10 ათას ტონაზე მეტისხვა ჯიშის ყურძენი.
ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 47 კერძო კომპანია და ასევე, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 16 ღვინის საწარმო. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი – 33 ათას ტონა, თელავი – 21,4 ათასი ტონა, ყვარელი – 18 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 7,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა, ახმეტა – 3,1 ათასი ტონა და საგარეჯო – 5,2 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტიwww.rtveli2015.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები