„ახალ პროექტებზე გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყება“
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, არცერთი ჰიდროელექტროსადგურის, თბოელექტროსადგურის პროექტი არ არის შეჩერებული.
მინისტრის თქმით, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების: ახალი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა და შიდა ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგება.
„ენერგეტიკის სფერო არის ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისათვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება ამ მიმართულებით და არცერთი ჰიდროელექტროსადგურის, თბოელექტროსადგურის პროექტი არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს მშენებლობები . ჩვენ დაახლოებით 500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ახალ პროექტებზე გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2016 წელს. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები: ეს არის ახალი ხაზების მშენებლობა, ქვესადგურების მშენებლობა , შიდა ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგება. შემდეგი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ მიმართულებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დაიხარჯება“, – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, “რეგიონული უთანასწორობის დაძლევის” მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.