გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში დაიწყო
შვედეთის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები იწყება.
ევროპის სახლი, საქართველოში შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში, შვედი და ქართველი კარიკატურისტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა “კლიმატის ცვლილების პირისპირ” გაიმართა.
ექსპოზიციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოში შვედეთის ელჩი მარტინა ქვიქი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა შვედი და ქართველი მხატვრებისა და კარიკატურისტების კრიტიკულ ხედვას გამოხატავს და მისი მიზანია საზოგადოებისთვის კლიმტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ექსპოზიცია მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელმაც მსოფლიოს 23 ქვეყანაში 250 000 მეტ ადამიანს უმასპინძლა.
საქართველოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში 3 ოქტომბერს მასშტაბური დასუფთავების აქციები ჩატარდება. გარემოსდაცვით თემებზე სემინარები გამოფენები და ვორქშოფებია დაგეგმილი.