დავით საგანელიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
საქართველოს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ არის.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დავით საგანელიძეს სამი წლის განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა.