დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურება ბევრად უფრო ნაკლები იქნება

„საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურება ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში“,-აღნიშნული განცხადება დავით საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის საპასუხოდ გააკეთა.
“არ შემიძლია არ შევეხო თემას, რომელიც ბოლო ხანებში ჩვენმა ოპონენტებმა წამოიწყეს და რომელიც ხელფასის საკითხს ეხება. მინდა ვუთხრა ოპონენტებს, რომ თქვენ ცდებით. 50 ათასი იყო ხელფასი იმ პირების, რომლებიც თქვენ დასვით ამ თანამდებობაზე, როდესაც ეს სტრუქტურა შექმენით. ეს იყო გილაური და ეს იყო მისი წინამორბედი თუ შემდეგი.
სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვიდა ირაკლი კოვზანიძე, მან მნიშვნელოვნად, თითქმის მესამედად შეამცირა ეს ხელფასი. პრიველივე დღეს, როდესაც ჩემი წარდგინება გაკეთდა, განვაცხადე, რომ საჭიროა არსებობდეს გარკვეული რადაციები ხელფასებში, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ბალანსი“,-აღნიშნა საგანელიძემ. მისივე თქმით, ის არის ინიციატორი პრეზიდენტის ხელფასის მომატების.
„ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე თუნდაც პარლამენტის წევრს ან კიდევ მინისტრს. აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული სახელფასო ბადე. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ფონდის ხელმძღვანელის ანაზღაურება, ეს ამ შემთხვევაში მორალისა და ზენეობის საკითხია. ეს ჩემი გადასაწვეტი თემა იქნება. მე ამაზე განცხადება მანამდე გავაკეთე, სანამ უმცირესობის წევრები ჟივილ-ხივილს ატეხავდით”, – განაცხადა დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები