დავით საგანელიძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს

დავით საგანელიძე პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ის პოლიტიკიდან წასვლას, არ აპირებს.
“ამაზე მინდა ვუპასუხო ყველას, რომ არა. პოლიტიკა მარტო პარლამენტში ყოფნა და პოლიტიკური განცხადებები არ არის. როცა ჩვენი კოალიცია, პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მოვდიოდით, პირველ რიგში მოსახლეობას ვესაუბრებოდით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ეკონომიკურ ცვლილებებზე, რასაც ჩვენი ხელისუფლება გააკეთებდა.
მე მეამაყება, რომ ეკონომიკურმა ჯგუფმა, სამი წლის განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. თუ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ბოლომდე კიდევ არ არის მიწოდებული, ეს მეორე საკითხია. ჩვენ ნაკლებად მივდევდით პიარს, რეკლამირებას, აფიშირებას. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს და ამას საზოგადოება თავის დროზე დაინახავს და შეაფასებს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ და დეპუტატებს შესრულებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. საგანელიძის ადგილს სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები