ვახტანგ გომელაური: კანონი თუ დაარღვიეს, ყველა დაისჯება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლების მიერ სპეციალური საშვების სარგებლობასთან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრულია. ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. დაველოდოთ შედეგებს. კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა. ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მნიშვნელობა არა აქვს, ყველა დაისჯება შესაბამისად.“_ განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ვიდეოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გუშინ გავრცელდა. ჩანაწერში შს სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლების მიერ სპეციალური საშვების გამოყენებაზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები