გიორგი მღებრიშვილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საშვები, რომელზეც გუშინდელ სიუჟეტში იყო საუბარი, 2009 წლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცა.
„ეს საშვები გაიცა 2009 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. ასევე, მისი გაცემის ასე ვთქვათ რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს და უფრო ადვილი გახდება მისი ადმინისტრირება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები