გელა დუმბაძე: ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება

დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მინისტრის განცხადებით, საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ლევილის მამულის შეფასებითი და დიაგნოსტიკური სამუშაოებისთვის თანხების მობილიზება განხორციელა, რისთვისაც 107 ათასი ევროა გამოყოფილი. როგორც დუმბაძემ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში საფრანგეთში კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე მუშაობს. კომისიის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შევიდა.
„მიღწეულია შეთანხმება ლევილის მამულის მოწყობის შესახებ, რომელიც ვილა მედიჩის ტიპის ორგანიზაციად იქნება წარმოდგენილი, სადაც მუდმივი როტაციის პრინციპით, ქართველ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს საშუალება ექნება ქართულ-ფრანგული კულტურულ, სამეცნიერო თემებზე მოხსენება და დისერტაციები გააკეთონ. ეს არის 5 000 კვადრატული მეტრი ევროპის შუაგულში“, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები