„სასამართლომ ცხრა თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა“

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურაში მოსალოდნელ ცვლილებებს გამოეხმაურა.
მინისტრი გამორიცხავს მთავარი პროკურორის გადაყენებას, მითუმეტეს გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მინისტრი აცხადებს, თუ ვინმეს ეკუთვნის კრიტიკა ამ საკითხზე ეს არის სასამართლო, სადაც გაჭიანურდა პროცესი.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ პროკურატურის რეფორმის შესახებ კანონს პრეზიდენტი დროულად მოაწერს ხელს და ახალი წესით მთავარი პროკურორის არჩევა მიმდინარე წელს მოხდება.
„გიგი უგულავას საქმეზე ვგულისხმობ სისხლის სამართლის საქმეს თუ ვინმეს ცვლილებაა საჭირო ეს კრიტიკა პირველ რიგში სასამართლოს ეკუთვნის. სასამართლოს, რომელმაც ცხრა და მეტი თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა.
სწრაფი მართლმსაჯულება მოსამართლის ხელშია აქ ვერც ადვოკატს დავადანაშაულებთ და ვერც პროკურორს. რაც შეეხება პროკურატურის მომავალ ცვლილებებს, პროკურატურის შესახებ რეფორმა შედის მალე ძალაში მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ პროგრესულ კანონს ხელს მოაწერს რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები