„ჩნდება ეჭვი, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის გარკვეული პუნქტები მოსამართლეების დასჯას ემსახურება“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის შესახებ ისაუბრა.
მურუსიძის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული რეფორმის მესამე ტალღის გარკვეული პუნქტები მოსამართლეების დასჯას ემსახურება.
“მოსამართლე რომ დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში მიეცეს, საჭიროა 10 ხმა. ინტენსიურად მიმდინარეობდა საუბარი, რომ მურუსიძის იუსტიციის საბჭოს მდივნობის დროს არავინ დასჯილა. ამას მოყვა კანონპროექტების კასკადი. შემოიტანეს ინსპექტორის ჩართვა, რომელსაც შეეძლო შეემოწმებინა მოსამართლეები მიუხედავად იმისა იყო თუ არა საჩივარი. დაიწყო საუბარი, რომ 10 ხმა უნდა ჩამოსულიყო რვა ხმაზე. პარლამენტის მიერ არჩეულია 5 არამოსამართლე საბჭოს წევრი. ქალბატონი ნინოც არჩეულია პარლამენტის მიერ. კიდევ საუბარი იყო, რომ ერთი კვოტა, რომელიც დარჩენილია საბჭოში და რომელსაც ოპოზიციის თანხმობა სჭირდება, ისიც ჩამოწეულიყო ქვევით და ასარჩევად 76 ხმა ყოფილიყო საჭირო. ეს გამოვიდა 7 ადამიანი და დისციპლინარული პასუხისმგებლობისთვის დარჩებოდა კიდევ ერთი ადამიანის ხმა. ამ ყველაფერზე საუბრით გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, ხო არ არის ეს მიმართული იმისკენ, რომ მოსამართლეების დასჯა მომხდარიყო “, – განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, ის ეთანხმებოდა მესამე ტალღის ფარგლებში გაწერილ ცვლილებებს გარდა ერთისა. მურუსიძის თქმით, ის წინააღმდეგი იყო რომ სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვეტოდათ.
“როდესაც იუსტიციის სამინისტრომ შემოიტანა კანონპროექტი მესამე ტალღასთან დაკავშირებით, ყველაფერს ვეთანხმებოდი ერთის გარდა, რომ სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეებს არ შეწყვეტოდათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე. დანარჩენი, რაც შემოტანილი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, იყო პროგრესული და წაადგებოდა სასამართლოს. “, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები