საქართველოს რეიტინგი, პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ 27 ადგილით გაუმჯობესდა

 

საქართველოს რეიტინგი, პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ, 2012 წელთან შედარებით 2014 წელს 27 ადგილით გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოხვდნენ აზერბაიჯანი და უკრაინა. პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის მხრივ საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელს 24,6% იყო, ხოლო 2014 წელს 35,9 %-ს შეადგენს. მნიშვნელოვნად, 16 ადგილით გაუმჯობესდა საქართველოს პოზიციები გამოხატვის უფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, კერძოდ, 2012 წლის პროცენტული მაჩვენებელი 49,8% იყო, ხოლო 2014 წელს – 55,7%-ია.

გამოხატვის უფლების და ანგარიშვალდებულების ინდიკატორის მიხედვით, რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოხვდნენ მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი. მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია – გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები