„განცხადებები, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი შიდა მიზეზი პარლამენტის მიერ მიღებული კანონები იყო, არაკვალიფიციურია“
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კატეგორიულად არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმაც მოახდინა. პარლამენტის სპიკერმა ამავე პერიოდის განმავლობაში სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებზეც ისაუბრა.
“საქართველოში ლარის გაუფასურება თურმე იმის ბრალია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო არასწორი კანონები. მაქვს მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა ამავე პერიოდის განმავლობაში სხვა ქვეყნებში. კერძოდ, როდესაც მაქსიმალური რყევის ამპლიტუდა საქართველოში 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრამდე შეადგენდა, 41,6%, ამავე პერიოდში მაქსიმალურმა რყევამ ევროსთან, ევროს დოლართან მიმართებაში შეადგინა 32, 2 %-ი. თუ თქვენ მეუბნებით, რომ საქართველოში ევროკავშირზე 10%-ით უარესი კანონები მიგვიღია და დანარჩენში ევროკავშირის სტანდარტებში ვართ, 90%-ში, მე ვიქნებოდი ძალიან კმაყოფილი, რომ გადასარევი კანონები მიგვიღია, იმიტომ რომ მივყვებით ცხოვრებას ისე, როგორც უნდა მივყვებოდეთ. აზერბაიჯანზე არ ვიტყვი არაფერს, თუმცა იცით იქაური რესურსების თაობაზე. მაგალითად, თურქული ლირა 47%-იანი რყევა ამავე პერიოდში, ჩვენთან 41%-იანი, ესე იგი თურქეთი წასულა და დაუწყია ეკონომიკურად არასწორი კანონების მიღება. არაფერს ვამბობ სხვა მეზობლებზე, ყაზახეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, როგორც გითხარით, ევროკავშირზე. დიდი ბრიტანეთშიც კი ცუდად წასულა საქმე, დაახლოებით ნახევარით რაც საქართველოშია, 41%-ია რყვეაა აქ, იქ 17%-იან რყევა, თითქმის ნახევრად არასწორი კანონები მიუღიათ. მე ზუსტად იმას მოგახსენებთ, რომ ასე მარტივი დამოკიდებულება ასეთი რთული საკითხებისადმი, რომ პარლამენტმა არასწორი კანონი მიიღო და ამიტომ არის ლარი ასე დოლართან მიმართებაში, ან იმიტომ, რომ მხოლოდ გარეთ არის პრობლემები და შიგნით ჩვენ რა შუაში ვართ, ან მხოლოდ ეროვნული ბანკია ამაში დამნაშავე და ჩვენ რა შუაში ვართ, ან მთავრობაა მხოლოდ დამნაშავე და ეროვნული ბანკი რა შუაში ვართ, ეს არის, მე ვიტყოდი ძალიან არაკვალიფიციური მსჯელობა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ამას ამტკიცებს, რომ ეს ასეა. სინამდვილეში, აქ არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ყველა იმ გზით და საშუალებით, რაც ჩვენს ხელთაა.
საქართველოს პარლამენტს რა შეუძლია აქ გააკეთოს. ინვესტიციებს ვერ ჩამორიცხავს საქართველოში, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა, თუ სადმე ძველ კანონში, ან ახალ კანონში არის ხარვეზი, ის უნდა გავასწოროთ, მაგრამ საკითხის ასე დაყენება, რომ პარლამენტის კანონებმა მოიტანა ის, არც მოიტანა, ეს არ არის არც ფაქტებით დადასტურებული და არც ელემენტარულად კვალიფიკაციის დონეზე სწორი, მაგრამ ამის გამო, იმას კი არ გეუბნებით, რომ რაც კანონები მივიღეთ ყველა აბსოლუტურად სწორია. კანონებში ცვლილებებით ვართ დაკავებული პარლამენტი 80%-ით, დანარჩენი არის ახალი კანონები.
ცვლილება როცა შეგვაქვს, იმ ცვლილების დროს რაღაცის შეცვლა გვინდა. დიახ, 2012 წელს მე არ ვიცოდი, თუ თქვენ იცოდით და დამიმალეთ, მითხარით ახლავე, სანამ წავალ, რომ ეს ეკონომიკური ვითარება იქნებოდა ქვეყნის გარშემო. მე არ ვიცოდი, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა აუცილებლად,ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ჩვენი უმთავრესი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორი იმ ვითარებაში იქნებოდა, სადაც დღეს არის და ამიტომ, იმ დროს 2012 წელს ან 2013 წელს თუ კანონს ვიღებდი, მე ეს ვერ გავითვალისწინე, არ გამითვალისწინებია. თუ ვინმემ იცოდით უნდა გეთქვათ მაშინ რომ ეს ასე მოხდებოდა. მე არ ვამბობ, რომ კანონების დონეზე ყველაფერი წესრიგშია, ხოლო თუ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, ასე არ უნდა გავიშვიროთ თითები, ეროვნულო ბანკო შენი ბრალია, არა ფინანსთა მინისტრო შენი ბრალია, არა პარლამენტო შენი ბრალია. საერთო ქვეყანაა და ჩვენ ჩვენი სწორი გადაწყვეტილებებით შევუწყოთ ხელი ამ პრობლემიდან გამოსავალს”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.