გივი მიქანაძე – “MEGOBAR აქტზე”: ეს აქტი და მისი შინაარსი, როგორითაც ის არის წარმოდგენილი, პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა

“ეს აქტი, შეიძლება ითქვას და მისი შინაარსი, როგორითაც ის არის წარმოდგენილი, პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, “MEGOBAR აქტზე” საუბრისას განაცხადა.

“ეს აქტი მეგობარი შეიძლება იყოს რადიკალური დაჯგუფებებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ მასში მოყვანილი შინაარსი აბსოლუტურად შორს არის მეგობრობისგან და ის 180 გრადუსით შორდება იმ რეალობებს და სამართლიანობას, რაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნა მიქანაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა „MEGOBAR აქტს“.

კანონპროექტი მოიცავს სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები