ვლადიმერ ბოჟაძე: ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ.

“თქვენ იცით, რომ ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, უკვე სენატის, ან შემდეგ უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებით.

კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალურ ომის პარტიაზე“, „დიფ სთეითზე“, ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს. ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები