კურსკის ოლქის რამდენიმე დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქის დასახლება გლუშკოვოდან,  მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ კურსკის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება.

უკრაინის საზღვარზე მდებარე, კურსკის სოფელ გლუშკოვოს მცხოვრებლებს რეგიონის უფრო უსაფრთხო ადგილებში გადასვლაში ეხმარებიან.

„ევაკუაციის აუცილებლობა უკრაინის მხრიდან ჩვენი სოფლების მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო იერიშების გახშირების გამოა აუცილებელი“,- დაწერა გლუშკოვოს ადმინისტრაციის უფროსმა, ვასილი ხუდიაკოვმა.

ამასთან გუშინ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის ოლქის ქალაქების, ბელოპოლიესა და ვოროჟბას მცხოვრებლების სასწრაფო ევაკუაცია მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები