მერცმა კანცლერის პოსტისთვის საჭირო საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო

დღეს გამართულ კენჭისყრაში, ფრიდრიხ მერცმა კანცლერის პოსტისთვის არჩევნების პირველ ტურში ბარიერი ვერ გადალახა,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

“შოკის მომგვრელი მოვლენა იყო ის, რომ ფრიდრიხ მერცმა ვერ გადალახა გერმანიის ახალი კანცლერის თანამდებობაზე დასაკავებლად საჭირო პირველი დაბრკოლება და ვერ მოიპოვა ქვეყნის ახალი ლიდერის თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო უმრავლესობა”,- წერს “დოიჩე-ველე”.

ფარული კენჭისყრით მან 310 ხმა მიიღო, რაც 6-ით ნაკლებია საჭირო 316 ხმაზე. პარლამენტს სულ 630 წევრი ჰყავს.

პარლამენტის ქვედა პალატას, ანუ ბუნდესტაგს, ახლა 14 დღე აქვს მერცის ან სხვა კანდიდატი კანცლერის ასარჩევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები