მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ 84 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა

მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ 84 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ სასახლეში გამოფენა და კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დათუნა ალადაშვილი, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სიმებიანი კვარტეტი, ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა (ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი ომარ ბურდული); „მზიურის სკოლა“ (ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი); ფოლკლორული ანსამბლი „დარიალი“ (ხელმძღვანელი გიორგი მკერვალიძე), ვოკალის მოსამზადებელი ჯგუფიდან სიდონია იაკობაძე (პედაგოგი მანანა ბალამწარაშვილი).

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები