ნინო გვენეტაძე: მოსამართლეების პოზიცია იუსტიციის სამინისტრომდე მივიტანე

მოსამართლეების პოზიცია იუსტიციის სამინისტრომდე მივიტანე, თუმცა, სწორედ იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი იყო ამ პოზიციას გაიზიარებდა თუ არა, – ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე დღევანდელ დაპირისპირებას.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით და მასში რაიმე ცვლილებები ან სარედაქციო ნაწილი მის უფლებამოსილებაში არ არის.
„პროექტი მომზადებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომ ბევრი პოზიცია გაიზიარეს. რაც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმების რაოდენობით, საკითხზე არამოსამართლე წევრებმა დააფიქსირეს, რომ მე ვერ დავიცავი მათი პოზიცია, რომელიც ითვალისწინებს, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საბჭოს წევრების ხმათა 2/3-ით. მე სასამართლოს პოზიცია დავაფიქსირე, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო არის პასუხისმგებელი, წარადგინოს კანონპროექტი და საბოლოო რედაქციაც მათი შექმნილია”, – განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში მასსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირებებს, გვენეტაძის თქმით, ამ თემაზე არ ისაუბრებს, რადგან მას მაღალი თმენის ვალდებულება აქვს.
“ის სწორი პოლიტიკა, რომელიც საბჭომ უნდა გაატაროს, არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშაც, იმდენად, რამდენადაც არ უნდა იყოს დაპირისპირება და არაკორექტული გამონათქვამები”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები